ავტორიზაცია

ბელინგემის მამას ფეხბურთელის ლივერპულში ხილვა სურს

ბელინგემის მამას ფეხბურთელის ლივერპულში ხილვა სურს
თარიღი 01 იან 2023, 22:25
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის მამა იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი "ლივერპულს" აირჩევს.

როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, მადრიდის "რეალი" 19 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი გახდა, თავად ინგლისელი ფეხბურთელი კი ესპანეთის დედაქალაქში გადასვლისკენაა მიდრეკილი. 

ამომავალ სუპერვარსკვლავზე პრეტენზიას აცხადებენ მანჩესტერ "სიტი" და "ლივერპულიც". Football Insider-ის ცნობით, ფეხბურთელის მამა იმედოვნებს, რომ ჯუდი უარს იტყვის მადრიდის "რეალში"გადასვლაზე და იურგენ კლოპის გუნდში გადასვლას გადაწყვეტს.

პოტენციური ტრანსფერის ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. ჯუდ ბელინგემის კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.