ავტორიზაცია

რონალდუ შესაძლოა იჯარით პრემიერ ლიგის გუნდში წავიდეს, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება

რონალდუ შესაძლოა იჯარით პრემიერ ლიგის გუნდში წავიდეს, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება
თარიღი 02 იან 2023, 23:25
კრიშტიანუ რონალდუს შესაძლოა, "ალ ნასრიდან" ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბში გადავიდეს.

დეკემბრის ბოლოს 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთელ "ალ-ნასრთან" გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.

Marca-ს ცნობით, ეს კონტრაქტი შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელს შეუძლია იჯარით "ნიუკასლში" გადავოდეს, თუ "კაჭკაჭები" ამ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა.

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რეკორდი რონალდუს ეკუთვნის - 140. მის უახლოეს მდევარ ლიონელ მესის 129 გოლი აქვს გატანილი.