ავტორიზაცია

ყველაფერი ტრანსფერის გაოფიციალურებისკენ მიდის - ჩელსი ფერნანდესის სანაცვლოდ 127 მილიონს გადაიხდის

ყველაფერი ტრანსფერის გაოფიციალურებისკენ მიდის - ჩელსი ფერნანდესის სანაცვლოდ 127 მილიონს გადაიხდის
თარიღი 03 იან 2023, 12:03
არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი, რომელიც ლისაბონის "ბენფიკას" ეკუთვნის, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, მსოფლიო ჩემპიონის ახალი კლუბი ლონდონის "ჩელსი" გახდება. "არისტოკრატები" 21 წლის ნახევარმცვრლის ტრანსფერში 127 მილიონ ევროს გადაიხდიან. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა.

ენცო "ბენფიკას" ფერებს გასული ზაფხულიდან იცავს. მისი კონტრაქტი ლისაბონურ გრანდთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

Transfermarkt-ი ფერნანდესის სატრანსფერო ღირებულებას 55 მილიონ ევროდ აფასებს.