გაკპო: "ვფიქრობდი, რომ კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გავაგრძელებდი"
"ლივერპულის" ახალწვეულმა კოდი გაკპომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას იმედოვნებდა.
„გასული ზაფხული ჩემთვის ადვილი არ იყო. სიმშვიდის პოვნა მინდოდა, მაგრამ გამიჭირდა. ვფიქრობდი, რომ კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გავაგრძელებდი, მაგრამ გარიგება არ შედგა.
„გასული ზაფხული ჩემთვის ადვილი არ იყო. სიმშვიდის პოვნა მინდოდა, მაგრამ გამიჭირდა. ვფიქრობდი, რომ კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გავაგრძელებდი, მაგრამ გარიგება არ შედგა.
მაშინ ლიდსმა გამოხატა ინტერესი, მაგრამ მე ამ ვაროანტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი მქონდა და გადავწყვიტე უარი მეთქვა. “, - თქვა ნიდერლანდელმა.
კოდიმ ამ სეზონში "პსვ"-ში 24 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.