ავტორიზაცია

მილანმა ლეაუს წელიწადში 7 მილიონი ევროს ანაზღაურება შესთავაზა

მილანმა ლეაუს წელიწადში 7 მილიონი ევროს ანაზღაურება შესთავაზა
თარიღი 03 იან 2023, 12:57
"მილანის" თავდამსხმელი რაფაელ ლეაუ, სავარაუდოდ, "როსონერიში" დარჩება. ამის შესახებ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.

წყაროს ცნობით, "როსონერი" ფეხბურთელს წელიწადში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებას სთავაზობს. პორტუგალიელს გუნდში დარჩენა სურს. 

"მილანს" ასევე ხელშეკრულების გახანგრძლივება თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთან და ნახევარმცველ ისმაელ ბენასერთან სურს. 

ფეხბურთელს "მილანთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ლეაუმ მილანში 20 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა შვიდი გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.