ავტორიზაცია

პსჟ მესის კონტრაქტს ამ კვირაში გაუხანგრძლივებს?

პსჟ მესის კონტრაქტს ამ კვირაში გაუხანგრძლივებს?
თარიღი 03 იან 2023, 16:24
"პსჟ"-მ შესაძლოა ლეო მესისთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ადრიენ გრენიემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მესის მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ კლუბი მთელი ძალით ცდილობს, მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე შეინარჩუნოს.

კონტრაქტი სავარაუდოდ მაქსიმუმ 1 კვირაში გაფორმდება. რომელიც შემდეგი სეზონის ბოლომდე იქნება გათვლი. თუმცა, კონტრაქტში იქნება ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი.

მიმდინარე სეზონში მესის საფრანგეთის ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.