ავტორიზაცია

რონალდუს არაბულ გუნდთან კონტრაქტში ნიუკასლში იჯარით გადასვლის პუნქტი არ აქვს გაწერილი

რონალდუს არაბულ გუნდთან კონტრაქტში ნიუკასლში იჯარით გადასვლის პუნქტი არ აქვს გაწერილი
თარიღი 04 იან 2023, 00:05
კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტში „ნიუკასლში“ იჯარით გადასვლის პუნქტი არ არის ჩაწერილი.

გუშინ ესპანური გამოცემა Marca წერდა, რომ „ალ ნასრთან“ გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, რონალდუს „ნიუკასლში“ იჯარით შეეძლება გადასვლა, თუ სეზონის ბოლოს „კაჭკაჭები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

თუმცა, როგორც ESPN იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტიც, მოგვიაენბით კრიშტიანუს შესაძლო გადასვლაზე ინფო „ნიუკასლის“ მწვრთნელმა, ედი ჰაუმაც დაადასტურა: „კრიშტიანუს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ მის წამოწყებაში, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ეს სიმართლე არ არის“, - აღნიშნა სპეციალისტმა.