ავტორიზაცია

ალ ნასრში პირველ პრესკონფერენციაზე რონალდუმ შეცდომა დაუშვა

ალ ნასრში პირველ პრესკონფერენციაზე რონალდუმ შეცდომა დაუშვა
თარიღი 04 იან 2023, 11:24
კრიშტიანუ რონალდუს, როგორც საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" ფეხბურთელის პირველ პრესკონფერენციაზე უხერხულობის გარეშე არ ჩაუვლია. პორტუგალიელმა საუდის არაბეთზე საუბრის დროს შეცდომა დაუშვა.

„არაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩემი კარიერა სამხრეთ აფრიკაში გაგრძელდება. მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამ თემაზე. “, - განაცხადა რონალდუმ.

რონალდუს კონტრაქტი ახალ გუნდთან 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რონალდუ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი აგენტი იყო, მან მანჩესტერ "იუნაიტედი" ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დროს დატოვა.