ავტორიზაცია

ჟირუმ და ტეო ერნანდესმა სერია A-ში უჩვეულო რეკორდი დაამყარეს

ჟირუმ და ტეო ერნანდესმა სერია A-ში უჩვეულო რეკორდი დაამყარეს
თარიღი 04 იან 2023, 18:18
"მილანის" ფეხბურთელებმა ტეო ერნანდესმა და ოლივიე ჟირუმ  იტალიის სერია A-ში უჩვეულო რეკორდი დაამყარეს.

ოთხშაბათს ფრანგებმა იტალიის ჩემპიონატში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობიდან მხოლოდ 17 დღის შემდეგ (სალერმიტანა 2:1) ითამაშეს. 

აქამდე სერია A-ში ასეთი რეკორდი "ინტერის" ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩს ეკუთვნოდა. 2018 წელს ხორვატმა იტალიის ჩემპიონატის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლიდან 35 დღეში ითამაშა.

ამ რეკორდის დამყარება დიდწილად შესაძლებელი გახდა ნოემბერ-დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.