ავტორიზაცია

მესი: "დიდი მადლობა თანაგუნდელებს"

მესი: "დიდი მადლობა თანაგუნდელებს"
თარიღი 04 იან 2023, 22:36
ლეო მესიმ „პსჟ-ს“ თანაგუნდელებს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

არგენტინელი კლუბის განკარგულებაში შვებულების შემდეგ დაბრუნდა, რომელიც 2022 წლის მუნდიალის შედეგად ეკუთვნოდა. ჩამოსულ მესის თანაგუნდელებმა საჩემპიონო დერეფანი გაუკეთეს.

„დიდი მადლობა ჩემ თანაგუნდელებს და კლუბის თანამშრომლებს დახვედრისთვის, რომელიც გამიწიეთ.

უკვე დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ჩვენი მიზნების ასრულებაზე მუშაობის დაწყებას, ახლა უკვე „პსჟ-ში.“ - წერს მესი სოციალურ ქსელში.