ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ასე თუ გაგრძელდა, არსენალი 100 ან მეტ ქულას დააგროვებს და ჩვენ მათ ვერ დავეწევით"

გვარდიოლა: "ასე თუ გაგრძელდა, არსენალი 100 ან მეტ ქულას დააგროვებს და ჩვენ მათ ვერ დავეწევით"
თარიღი 04 იან 2023, 22:54
პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

ამჟამად „მან სიტი“ ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „არსენალს“ 8 ქულით ჩამორჩება, „ქალაქელებმა“ 16 მატჩი ჩაატარეს, „მეთოფეებმა“ კი - 17.

„ერთადერთი გზა სხვაობის შესამცირებლად - კარგად თამაში და მატჩების მოგებაა.

„არსენალი“ 100 ან მეტ ქულას დააგროვებს, ისე თუ გააგრძელეს თამაში, როგორც აქამდე. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მათ ვერ დავეწევით.

ვიტყოდი, რომ თითქმის იდეალურად უნდა ვითამაშოთ პრაქტიკულად სეზონის ბოლომდე და იმედი მაქვს, ისინი საკუთარ თამასას ცოტა შეამცირებენ, იმიტომ რომ გუშინ, „ნიუკასლთან“, ისინი შესანიშნავები იყვნენ.

ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოვა.“ - აღნიშნა „მან სიტის“ მწვრთნელმა.