ყველაზე დაბალი ქულა: როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის "ინტერმა" შინ "ნაპოლი" 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს.
კვარაცხელიამ 6.0 შეფასება მიიღო, რაც ყველაზე დაბალი ქულაა თავისი გუნდის რიგებიდან.
