საოცრად სტაბილური კეინი - ინგლისელმა პრემიერ ლიგაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
ლონდონის "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურის გასვლით მატჩში "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
"ტოტენჰემის" შემადგენლობაში პირველი ორი გოლი ჰარი კეინმა შეაგდო. ეს იყო ოთხშაბათს გატანილი მეათე გოლი პრემიერ ლიგაში, რითიც ფორვარდმა დაამყარა ერთგვარი რეკორდი.
კეინი ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ათი გოლი გაიტანა კვირის შვიდი დღიდან ექვსში.
კეინი ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ათი გოლი გაიტანა კვირის შვიდი დღიდან ექვსში.
მას მხოლოდ პარასკევს სჭირდება შედეგის გაუმჯობესება - მაგრამ აქ, ალბათ, საქმე კეინში არ არის, არამედ საქმე იმაში გახლავთ, რომ ისინი იშვიათად თამაშობენ პარასკევს ინგლისში.