ავტორიზაცია

ტრანსფერი უცხოეთში - ანრი ჭიჭინაძის ახალი გუნდი ცნობილია

ტრანსფერი უცხოეთში - ანრი ჭიჭინაძის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 05 იან 2023, 19:43
25 წლის ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე ახალი სეზონიდან უზბეკური "ტურორის" მაისურს მოირგებს. ინფორმაციას აზიური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. 

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ჭიჭინაძე ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გორის "დილას" შემადგენლობაში გამოდიოდა. მანამდე იყო თბილსის "საბურთალო" და ქუთაისის "ტორპედო".

შეგახსენებთ, რომ "ტურონი" წინა სეზონში უზბეკეთის რანგით მეორე დივიზიონში თამშობდა და სუპერლიგში აღზევება ტაშკენტის "ლოკომოტივის" დამარცხების შედეგად მოახერხა.