შეცდომების გამო, ინტერი-ნაპოლის მსაჯი შესაძლოა დასაჯონ
სიმონე სოზა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური თამაში იმსაჯა, შესაძლოა დასაჯონ.
"ინტერისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 1:0 დასრულდა. სოზას ისეთი გარდამტეხი შეცდომები არ დაუშვია, რაც თამაშის მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებდა.
თუმცა იყო 2 ეპიზოდი, როცა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ წესები დაარღვიეს და 100%-იანი ყვითელი ბარათი იყო, თუმცა არბიტრმა ეპიზოდი გაატარა.
იტალიური ფეხბურთის ასოციაციის სამსაჯო კომიტეტი კი ყველა თამაშს განიხილავს, ამ შეცდომების გამო კი შესაძლოა სოზამ სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩებში საერთოდ არ იმსაჯოს.