ავტორიზაცია

თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ტრანსფერი შედგება - ბათუმი კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს

თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ტრანსფერი შედგება - ბათუმი კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს
თარიღი 05 იან 2023, 20:30
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს და უკვე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, რამდენიმესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი გორის "დილას" ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილია, რომელთანაც ბათუმს მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს.

ჩვენი ცნობით, საქმე იმაშია, რომ მოსიაშვილს ტრავმა აქვს და მკურნალობის პროცესშია. თუ 27 წლის ნახევარმცველი მწყობრში დროულად ჩადგა და გუნდთან ერთად შეკრებაზე წასვლა შეძლო, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

მოსიაშვილმა ბოლო 2 სეზონი გორის "დილას" შემადგენლობაში გაატარა და გუნდის ლიდერადაც იქცა. მანამდე ის "თელავის", "ტორპედოს", "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" რიგებში გამოდიოდა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი