ავტორიზაცია

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა დეილი ბლინდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნმა დეილი ბლინდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა
თარიღი 06 იან 2023, 00:36
მიუნხენის „ბაიერნმა“ დეილი ბლინდის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

32 წლის მცველმა გუნდთან სეზონის ბოლომდე, 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიდერლანდელი „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

ბლინდმა „ბაიერნში“ 23-ნომრიანი მაისური მოირგო და პარასკევს ის გუნდთან ერთად დოჰაში სავარჯიშო შეკრებაზე გაფრინდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 6-თვიანი კონტრაქტით ბლინდი „ბაიერნში“ 2-2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.