ავტორიზაცია

"მანჩესტერში ფეხბურთელებს დალევა საკმაოდ ხშირად გვიწევდა", - ვიდიჩი

"მანჩესტერში ფეხბურთელებს დალევა საკმაოდ ხშირად გვიწევდა", - ვიდიჩი
თარიღი 06 იან 2023, 01:09
„მან იუნაიტედის“ ექს-მცველმა, ნემანია ვიდიჩმა გაიხსენა პერიოდი, როცა გუნდის ფეხბურთელები ერთად ალკოჰოლს სვამდნენ ხოლმე.

„ერთადერთი შემთხვევა, როცა „იუნაიტედში“ ვსვამდით - როცა ტიტულებს აღვნიშნავდით.

ასე რომ, რომ ჩავუღრმავდეთ, დალევა საკმაოდ ხშირად გვიწევდა.“, - აღნიშნა სერბმა ექს-ფეხბურთელმა.

ვიდიჩი „იუნაიტედში“ 2006-2014 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 15 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა.