ავტორიზაცია

ბლინდი: "ბაიერნში გადმოსვლის მთავარი მიზეზი ტიტულების მოგების დიდი სურვილი გახდა"

ბლინდი: "ბაიერნში გადმოსვლის მთავარი მიზეზი ტიტულების მოგების დიდი სურვილი გახდა"
თარიღი 06 იან 2023, 01:12
დეილი ბლინდმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიუნხენურ კლუბთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი 2-2.5 მილიონი ევრო იქნება.

„აქ თამაშს მოუთმენლად ველოდები. წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ისეთ კლუბს, როგორიც „ბაიერნია“, ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია.

ტიტულების მოგების სურვილი ჩემი გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი გახდა. იმედია, აქ ჩემ გამოცდილებას მოვიტან. „ბაიერნისთვის“ ძალებს არ დავზოგავ.“ - აღნიშნა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა სეზონის უდიდესი ნაწილით მცველი ლუკას ერნანდესი დაკარგეს, რომელმაც ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო, ბლინდის დამატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა.