ავტორიზაცია

გახდება თუ არა მიხაილ მუდრიკი არსენალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი?

გახდება თუ არა მიხაილ მუდრიკი არსენალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი?
თარიღი 06 იან 2023, 01:17
„არსენალი“ მიხალ მუდრიკის სანაცვლოდ რეკორდული თანხის გადახდას არ აპირებს.

ამ მომენტისთვის „მეთოფეების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი - ნიკოლა პეპეა, რომელშიც გუნდმა 2019 წელს 72 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

Football London-ის ინფორმაციით, „შახტარი“ მუდრიკში 88 მილიონ ფუნტს ითხოვს (დაახლოებით 100 მილიონ ევროს), თუმცა როგორც ირკვევა, ეს თანხა გაცილებით აღემატება იმას, რისი გადახდაც „არსენალს“ ემეტება. „მეთოფეები“ მუდრიკი ამ თანხისთვის ზედმეტად გამოუცდელი ჰგონიათ.

თუ „შახტართან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, „არსენალი“ თავის ყურადღებას „ბრაიტონის“ და იაპონიის ნაკრების 25 წლის ვინგერზე, კაორა მიტომიზე გადაიტანს.