ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს შემოთავაზებები საუდის არაბეთის გარდა კიდევ რვა ქვეყნიდან ჰქონდა

კრიშტიანუ რონალდუს შემოთავაზებები საუდის არაბეთის გარდა კიდევ რვა ქვეყნიდან ჰქონდა
თარიღი 06 იან 2023, 12:58
ჟურნალისტ ედუ აგირეს თქმით, პორტუგალიელი ცენტრფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი იყო.

ინსაიდერის ინფორმაციით, 37 წლის ბომბარდირს შემოთავაზებები ცხრა ქვეყნის კლუბებიდან ჰქონდა.

საუდის არაბეთის გარდა, კრიშტიანოს გადასვლა ესპანეთში, იტალიაში, თურქეთში, ინგლისში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და პორტუგალიაში შეეძლო.

საბოლოოდ, რონალდუმ მიიღო "ალ-ნასრის" მომგებიანი ფულადი შეთავაზება. ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პორტუგალიელი თავდამსხმელის შემოსავალი საუდის არაბეთში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება.