მეორე უცხოური გუნდი კარიერაში - კუცია ლატვიის ჩემპიონატში ითამაშებს
გიორგი კუცია ახალი სეზონიდან თამაზ პერტიას "ლიეპაიას" რიგებში ითამაშებს. საუბარია ერთწლიან იჯარაზე.
ინფორმაციას ცნობილი სამენეჯმენტო კომპანია Transfermarkt-ი ადასტურებს.
ცოტა ხნის წინ ლატვიურმა გუნდმა "თელავის" ყოფილი მეკარე ლუკა სანიკიძე გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი "დინამოს" მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელი, 2022 წლის იანვრიდან ჩრდილოეთ მაკედონიურ "რაბოტნიჩკში" გამოდიოდა.
"ლიეპაია" 2022 წლის ლატვიის ჩემპიონატის გათამაშებაში მე-4 ადგილზე გავიდა.