ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 07 იან 2023, 02:42
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "კადისს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

"ღამურების" რიგებში კვლავაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ერთი მოგერიება ჰქონდა.

Sofscore-მა ქართველი მეკარის თამაში 6.6 ბალით შეაფასა.



შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.