კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე - სპალეტი გეგმებს ცვლის
ხვალ გაიმართება იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი "სამპდორიასა" და "ნაპოლის" შორის.
გავლენიანი იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ ლუჩიანო სპალეტი ამ მატჩში ტაქტიკის შეცვლას აპირებს.
მიზეზი "ინტერთან" მარცხი და ცუდი თამაშია. კერძოდ, სპალეტი ძირითადი შემადგენლობიდან 2 ფეხბურთელს ამოაგდებს.
პირველი პიოტრ ზიელინსკია, რომელსაც რასპადორი შეცვლის, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შემცვლელი ელმასი იქნება.
ქართველმა შემტევმა "ინტერთან" მატჩში 76 წუთი ითამაშა და 6.0 შეფასება მიიღო.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი