სპალეტიმ კვარაცხელიას სკამზე დასმა დააანონსა: "3-4 ცვლილება იქნება"

ხვალ, იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართა.
როგორც იტალიელები წერდნენ, ამ მატჩისთვის ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დასმას აპირებდა.
სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა:
"ინტერთან მარცხის შემდეგ, ბევრი კრიტიკა მივიღეთ, რაც სრულიად გასაგებია. წინ 8 ქულით უნდა ვიყოთ და მხოლოდ 5 ქულაა, ამიტომ სამპდორიასთან მატჩი გარდამტეხი იქნება.
ვადასტურებ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის ძირითად შემადგენლობაში 3-4 ცვლილება იქნება.
ინტერთან მატჩის შემდეგ, ანალიზი გავაკეთეთ და დავინახეთ, სად დავუშვით შეცდომები, რაც აღარ უნდა განმეორდეს."
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი