ავტორიზაცია

"ვოცნებობ, რომ კვარაცხელიამ ფორმა აღიდგინოს", - სპალეტი ქართველზე საუბრობს

"ვოცნებობ, რომ კვარაცხელიამ ფორმა აღიდგინოს", - სპალეტი ქართველზე საუბრობს
თარიღი 07 იან 2023, 16:03
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი ამ გუნდის ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

როგორც ჩანს, სპალეტი "ინტერთან" შეხვედრაში კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი არ არის.

"ხვიჩა უმღლესი დონის ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დაგვანახა. თუმცა თუ მას მოედანზე არ გამოსდის ის, რისი გაკეთებაც სურს, მარტივი შესაჩერებელი ხდება.

კვარაცხელია ის ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელი იყო, ვინც ინტერთან პასუხისმგებლობა იგრძნო, გამწვავებას ცდილობდა და კარისკენაც დაარტყა.

ვოცნებობ, რომ კვარამ მალე აღიდგინოს ფორმა და დარწმუნებულები ვართ, ასე იქნება. ვარჯიშებზე ისე გამოიყურება, როგორსაც ყველა იცნობს", - ამბობს სპალეტი.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი