ავტორიზაცია

პირველად 8 წლის შემდეგ - რეალი სტუმრად ვილიარეალთან დამარცხდა

პირველად 8 წლის შემდეგ - რეალი სტუმრად ვილიარეალთან დამარცხდა
თარიღი 07 Jan 2023, 21:21
ლა ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა "ვილიარეალსა" და მადრიდის "რეალს" შორის შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში რეალური მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ისინი გოლად ვერცერთმა აქცია.

მეორე ტაიმის სტარტზე, მენდის შეცდომით მასპინძლებმა ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. ვინისიუს ჯუნიორმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ბენზემამ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა მალევე, პენალტი სამეფო კლუბის კარშიც დაინიშნა, კურტუამ გუნდი ვერ გადაარჩინა, "ვილიარეალმა" საქმე ბოლომდე მიიყვანა და გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ყვითლებმა საკუთარ არენაზე "რეალი" 2015 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.