ავტორიზაცია

ბენზემა დი სტეფანოს დაეწია და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა - ლიდერი უპირობოდ მესია

ბენზემა დი სტეფანოს დაეწია და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა - ლიდერი უპირობოდ მესია
თარიღი 08 იან 2023, 00:08
კარიმ ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით ალფრედო დი სტაფანოს გაუტოლდა.

„რეალის“ ფორვარდმა „ვილიარეალთან“ 1:2 წაგებულ შეხვედრაში პენალტი ზუსტად შეასრულა და ეს გოლი მისთვის ლა ლიგის ფარგლებში 227-ე გამოდგა.

ბენზემა და დი სტეფანო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მეექვსე ადგილს იკავებენ, მათზე წინ ლეო მესი (472), კრიშტიანუ რონალდუ (311), ტელმო სარა (251) უგო სანჩესი (234) და რაული (228) არიან.

თუ ხვალ „ბარსელონა" მადრიდის „ატლეტიკოს" დაამარცხებს, „რეალს" ცხრილში სუფთა 3 ქულით გადაუსწრებს.