VIDEO: ლორიას ბრწყინვალე მატჩი კვიპროსში: მოგერიებული პენალტი და დიდებული სეივი
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე "აეკ ლარნაკას" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი ლორია.
ლორიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ურთულესი ბურთი მოიგერია და პირველ ტაიმში პენალტიც აიღო. ქართველმა გუნდის მიერ ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
18 ტურის შემდეგ, ლორიას "ანორთოსისს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი