ავტორიზაცია

სალაჰს ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილი უკავია

სალაჰს ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილი უკავია
თარიღი 08 იან 2023, 11:20
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-7 ადგილზეა.

ეგვიპტელმა ინგლისის თასის მატჩში "ვულვზთან" 173-ე გოლი გაიტანა "ლივერპულის" შემადგენლობაში.

Squawka-ს ცნობით, სალაჰმა "ლივერპულის" ბომბარდირთა სიაში ლეგენდარულ კენი დალგლიშს აჯობა (172 გოლი).

აფრიკელმა ფორვარდმა მალდ შესაძლოა რობი ფაულერსა და სტივენ ჯერარდსაც გაუსწროს, რომლებსაც შესაბამისად 183 და 186 გოლი აქვთ. რეიტინგის ლიდერია იან რაში - 346 გოლი.

მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" 2017 წლის ზაფხულში 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.