ავტორიზაცია

რონალდუს დამ კრიშტიანუს ალ ნასრში პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა

რონალდუს დამ კრიშტიანუს ალ ნასრში პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 08 იან 2023, 11:41
პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დამ, კატია ავეირომ ისაუბრა ძმის "ალ-ნასრში" პრეზენტაციაზე.

„რა ლამაზი პრეზენტაციაა. მეფეს სათანადოდ ექცევიან. “, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

37 წლის ფორვარდმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. "ალ-ნასრში" პორტუგალიელი ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს წინა კლუბი მანჩესტერ "იუნაიტედი" იყო. რონალდუმ ინგლისური 
გრანდი გასული წლის ნოემბრის ბოლოს სკანდალით დატოვა.