ავტორიზაცია

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა
თარიღი 08 იან 2023, 14:11
32 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციასთავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს. 

მჭედლიძე "ტორპედოს" შემადგენლობაში 2021 წლიდან გამოდის. 

გამოცდილმა ფორვარდმა იმერული კლუბის მაისურით ეფოვნულ ლიგაში 25 მატჩი გამართა და ამ მატვებში სამი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე სხვადასხვა დროს: "ემპოლის", "პალერმოს", თბილისის "დინამოს" და ბათუმის "დინამოს" მაისურს ირგებდა.

მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებში 32 შეხვედრაში ორი გოლის გატანა შეძლო.