ავტორიზაცია

ანტონიო კონტემ ტოტენჰემს კვარაცხელიას ტრანსფერი მოსთხოვა

ანტონიო კონტემ ტოტენჰემს კვარაცხელიას ტრანსფერი მოსთხოვა
თარიღი 08 იან 2023, 14:50
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის CalcioMercato-ს ცნობით, "ტოტენჰემის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსთხოვა.

ბოლო წლების განმავლობაში ქართველი გარემარბი "ტოტენჰემს" უკვე არაერთხელ დაუკავშირეს.

კვარაცხელიამ მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.