ავტორიზაცია

მიხეილ ალავიძემ ბათუმის დინამო დატოვა

მიხეილ ალავიძემ ბათუმის დინამო დატოვა
თარიღი 08 იან 2023, 15:37
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, კლუბი მიხეილ ალავიძემ დატოვა.

35 წლის მეკარე 2018 წლიდან მოყოლებული ბათუმის "დინამოს" მაისურს ირგებდა. 2022 წლის ეროვნული ლიგის  გათამაშებაში გამოცდილმა მეკარემ 17 მატჩი ჩაატარა.

ალავიძე სხვადასხვა დროს: "მეტალურგის", თბილისის "ლოკომოტივის", "სუმგაიტის" და "ანდიჯანში" გამოდიოდა.