ავტორიზაცია

პსჟ-ს მფლობელი კომპანია პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბის აქციონერობას აპირებს და მოლაპარაკებებიც გამართა

პსჟ-ს მფლობელი კომპანია პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბის აქციონერობას აპირებს და მოლაპარაკებებიც გამართა
თარიღი 08 იან 2023, 23:01
კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც „პსჟ-ს“ ფლობს, კიდევ ერთ ტოპ-კლუბში აპირებს ფულის ჩადებას.

QSI-ს სურს, წელს ერთ-ერთი კლუბის მინოტარულ აქციონერად იქცეს და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის კლუბებთან აწარმოებს, მათ შორის „ტოტენჰემთანაც“.

„პსჟ-ს“ პრეზიდენტი და კომპანიის გენდირექტორი ნასერ ალ-ხელაიფი „ტოტენჰემის“ პრეზიდენტს დანიელ ლევის კვირის დასაწყიში შეხვდა, მხარეებს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა. ჯერჯერობით, პროცესი დაწყებით სტადიაზეა.

სავარაუდოდ, 2023 წელს QSI რამდენიმე კლუბში ამბიციურ ინვესტიციებს განახორციელებს, კომპანია უკვე ფლობს „ბრაგას“ აქციების 23%-ს და სურს, იგივენაირად, პატარა წილის მფლობელი ევროპის სხვა კლუბშიც გახდეს.