ავტორიზაცია

პოტერს 18 მატჩში ორჯერ მოუვიდა ის, რაც ტუხელს 100-ში ერთხელაც არ მოსვლია

პოტერს 18 მატჩში ორჯერ მოუვიდა ის, რაც ტუხელს 100-ში ერთხელაც არ მოსვლია
თარიღი 08 იან 2023, 23:03
„ჩელსიმ“ „სიტისთან“ სათამასო მატჩში გამანადგურებელი გამარჯვება 0:4 იწვნია და ტურნირს მესამე სტადიიდან 25 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.

პირველი ნახევრის მიწურულს ლონდონური კლუბი 3+ ბურთით მარცხდებოდა, მეორეში კი მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

გრემ პოტერისთვის აღნიშნული მატჩი „ჩელსის“ სათავეში მე-18 იყო და მან პირველი ტაიმი 3+ ბურთით უკვე მეორედ წააგო.

საინტერესოა, რომ თომას ტუხელის „ჩელსის“ სათავეში გამართულ 100 შეხვედრაში მსგავსი შემთხვევა ერთხელაც კი არ დაფიქსირებულა.