ავტორიზაცია

"რატომ არ მივულოცე მესის მსოფლიო ჩემპიონობა?", - კარლოს ტევესის თქმით, მუნდიალს თვალს დიდად არ ადევნებდა

"რატომ არ მივულოცე მესის მსოფლიო ჩემპიონობა?", - კარლოს ტევესის თქმით, მუნდიალს თვალს დიდად არ ადევნებდა
თარიღი 08 იან 2023, 23:14
კარლოს ტევესმა აღიარა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონობა ლეო მესისთვის არ მიულოცავს.

„კატარის მუნდიალისთვის თვალი ძალიან აქტიურად არ მიდევნებია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ბევრი მატჩი ვნახე, იმიტომ რომ ეს ნაკრები ძალიან მომწონდა.

გამარჯვების შემდეგ, მესისთვის არ მიმიწერია, რადგან ალბათ, მისი ტელეფონი ისედაც ფეთქდებოდა.

მიხარია, რომ ჩემი შვილები მის გოლებს აღნიშნავდნენ.“ - აღნიშნა არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდმა Radio Mitre-სთან ინტერვიუში.