ავტორიზაცია

სალაჰი ლივერპულის ისტორიაში მე-7 საუკეთესო ბომბარდირია და ჯერარდამდე სულ ცოტა უკლია

სალაჰი ლივერპულის ისტორიაში მე-7 საუკეთესო ბომბარდირია და ჯერარდამდე სულ ცოტა უკლია
თარიღი 08 Jan 2023, 23:31
„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა „ვულვზთან“ სათასო მატჩში (2:2) მორიგი გოლის გატანა მოახერხა.

ეგვიპტელმა მერსისაიდული კლუბის მაისურით 173-ე გოლი გაიტანა, კლუბის ლეგენდა კენი დალგლიში ჩამოიტოვა (172) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

მე-6 ადგილს 183 გოლით რობი ფაულერი იკავებს, მეხუთე კი სტივენ ჯერარდია (186).

აბსოლუტურ რეკორდსმენს რაც შეეხება - პირველ ადგილზე „ლივერპულის“ მაისურით გატანილი გოლებით დღემდე იან რაშია (346).