ავტორიზაცია

მაჰრეზი: "რატომ დავუთმე პენალტის დარტყმის უფლება ხულიან ალვარესს?"

მაჰრეზი: "რატომ დავუთმე პენალტის დარტყმის უფლება ხულიან ალვარესს?"
თარიღი 08 იან 2023, 23:52
„მან სიტის“ ვინგერმა, რიად მაჰრეზმა, „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ აღიარა, თუ რატომ დაუთმო პენალტის დარტყმის უფლება ხულიან ალვარესს.

„პირველი პენალტის დარტყმას ვაპირებდი, მაგრამ ხულიან ალვარესმა მთხოვა, მისთვის დამეთმო და დავთანხმდი - ის თავდამსხმელია და გოლები მისთვისაც მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, მას ეს წაადგება. მეორედ, უკვე მეც მინდოდა დარტყმა და საბოლოოდ ეს მოვახერხე.

შესანიშნავი შედეგია. ჩვენ დიდი ანგარიშით მოვიგეთ და გოლიც არ გავუშვით. კარგია, რომ ასპარეზობას ყველა ტურნირზე ვაგრძელებთ.“ - აღნიშნა მაჰრეზმა.