ავტორიზაცია

VIDEO: კარგი შედეგი ხვიჩას ნაპოლისთვის - რომამ საოცრება მოახდინა და მილანს ბოლო წუთებზე ქულები გამოგლიჯა

თარიღი 09 იან 2023, 10:38
იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში „მილანმა" და „რომამ"  ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს.

შეხვედრა „სან სიროზე" გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

30-ზე კალულუს და 77-ზე პობეგას გოლებით იტალიის მოქმედი ჩემპიონი მშვიდად 2:0-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში, 87-ზე იბანიესის და 93-ზე აბრაჰამის გოლებით მოურინიოს გუნდმა თამაშში დაბრუნება მოახერხა, „მილანს" 2 ქულა წაართვა და თავად 1 ჩაიჯიბა.

ეს შედეგი განსაკუთრებით კარგია ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთვის", რომელიც ახლა, წინა ტურში „ინტერთან" 0:1 წაგების მიუხედავად, მეორეადგილოსანთან +7 ქულაშია.

ამასობაში მეორე ადგილზე კი მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსი" ავიდა, რომელმაც სერია ა-ში ზედიზედ 8 მატჩის მოგება მოახერხა.