ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ ატლეტიკოსთან სტუმრად მძიმე მატჩი მოიგო და რეალს ცხრილში 3 ქულით გაექცა

თარიღი 09 იან 2023, 10:46
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონამ" სტუმრად „ატლეტიკო მადრიდი" დაამარცხა.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე პაბლო გავის პასის შემდეგ უსმან დემბელემ გაიტანა და ეს „ბარსასთვის" გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

90+2 წუთზე არასპორტული თამაშის გამო მოედნიდან ერთდროულად სავიჩი და ფერან ტორესი გააძევეს, რის გამოც გუნდებმა მატჩი 10-კაციანი შემადგენლობებით დაასრულეს.

ამ გამარჯვების ხარჯზე „ბარსელონამ" 41 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს" ცხრილში სამი ქულით გაექცა, „ატლეტიკო" კი 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა.