ოფიციალურად: ბეილმა კარიერა დაასრულა
ცოტა ხნის წინ, უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
33 წლის ბეილმა ნაკრებში 17 წელი გაატარა, 111 მატჩი ჩაატარა და 41 გოლიც გაიტანა.
ბოლო წლებში, ის უელსის ნაკრებში აშკარა, გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი იყო, თუმცა ნაკრებთან ერთად დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
ბეილმა და უელსის ნაკრებმა ვერც 2022 წლის მუნდიალზე გამოიჩინეს თავი და ჯგუფში ჩარჩნენ. 41 გოლით ბეილი უელსის ყველა დროის ბომბარდირია
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის "ლოს ანჯელესში", "საუთჰემპტონსა" და "ტოტენჰემში" თამაშობდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი მადრიდის "რეალში" მიაღწია, სადაც 9 წელი გაატარა და ამ დროში ერთი კოპა დელ რეი, 3 ლა ლიგა, 5 ჩემპიონთა ლიგა, 3 სუპერთასი და 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.