ავტორიზაცია

ოფიციალურად: რუსლან მალინოვსკი ლიგა 1-ში ითამაშებს

ოფიციალურად: რუსლან მალინოვსკი ლიგა 1-ში ითამაშებს
თარიღი 09 იან 2023, 21:19
უკრაინელი ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი "მარსელში" ითამაშებს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

"ატალანტას" ნახევარმცველი "მარსელში" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ფრანგებს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვა შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის რუსლან მალინოვსკი "ატალანტაში" სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშობდა. მან 110-ზე მეტი მატჩი ჩაატარა "ბერგამასკების" შემადგენლობაში და ყველა ტურნირზე 23 გოლი გაიტანა.