ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ტოპ ფორვარდის შეძენა სურს - ვეგჰორსტი მხოლოდ დროებითი ვარიანტია

მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ტოპ ფორვარდის შეძენა სურს - ვეგჰორსტი მხოლოდ დროებითი ვარიანტია
თარიღი 10 იან 2023, 08:58
მანჩესტერ "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ტოპ კლასის თავდამსხმელის შეძენა სურს.

ESPN-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ პოზიციის საფუძვლიან გაძლიერებას აპირებენ. 

მათი ინტერესის სფეროა "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი და "ზალცბურგის" შემტევი ბენჯამინ სეშკო გახლავთ. ასევე, "იუნაიტედმა" შეიძლება  ჰარი კეინის ტრანსფერზეც იფიქროს, თუ ის გადაწყვეტს, რომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი არ განაახლოს.

ზაფხულში ამ პოზიციის გაძლიერება კლუბის მთავარი ამოცანაა. თუმცა, მათ ასევე სჭირდებათ მოკლევადიანი ვარიანტი - რის გამოც მანჩესტერ "იუნაიტედს" სურს "ბარნლიდან" ვუტ ვეგჰორსტის იჯარით დამატება. ნიდერლანდელი შესაძლოა "იუნაიტედს" უკვე ამ კვირაში შეუერთდეს.