ავტორიზაცია

ტორპედომ ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერი გამოაცხადა - მაკედონიელი ფეხბურთელი გარდიანის ვერსიით მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

ტორპედომ ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერი გამოაცხადა - მაკედონიელი ფეხბურთელი გარდიანის ვერსიით მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა
თარიღი 10 იან 2023, 21:50
18 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი დაშმირ ელეზი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.

ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი 
ადასტურებს. 

გუნდის ახალწვეული „გარდიანის“ ვერსიით მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. წარმატებით გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

როგორც მაკედონიური Televizioni-24-ი იტყობინებოდა, "შკენდია" შემტევის სანაცვლოდ ქართული გუნდისგან 100 000 ევროს მიიღებდა და ამასთანავე, შემდეგი სავარაუდო ტრანსფერიდან 15% მიიღებს.

ჩრდ.მაკედინიელ თავდამსხმელს როგორც ცენტრ ფორვარდის ასვეე, ორივე ფლანგიდან თამაში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მას 18 წლის ასაკში ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი