ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მწვანე ჯერ არ ინთება - იუნაიტედი ფორვარდის დამატებასთან ახლოსაა

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მწვანე ჯერ არ ინთება - იუნაიტედი ფორვარდის დამატებასთან ახლოსაა
თარიღი 10 იან 2023, 23:45
ნიდერლანდელი ფორვარდი ვაუტ ვეგჰორსტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს არის.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის ყველა მონაწილესთან შეთანხმებას მიაღწია. ვეგჰორსტი ამჟამად იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ თამაშობს, მისი უფლებები კი ინგლისურ „ბარნლის“ ეკუთვნის.

თურქული კლუბი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა, მაგრამ იჯარის ნაადრევ გაწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ 3-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს და მისი შემცვლელის მოძიებას მოახერხებს. იქამდე, „იუნაიტედი“ ვეგჰორსტის ტრანსფერის დახურვაზე მწვანე შუქს ვერ იხილავს.

ამ სეზონში ვეგჰორსტმა თურქეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.