ავტორიზაცია

"ეს სიმართლე ვერ იქნება, ალბათ რაღაც ფოკუსი იქნება, პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელია", - სნეიდერი იუნაიტედის ტრანსფერზე

"ეს სიმართლე ვერ იქნება, ალბათ რაღაც ფოკუსი იქნება, პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელია", - სნეიდერი იუნაიტედის ტრანსფერზე
თარიღი 11 იან 2023, 00:11
უესლი სნეიდერმა თავისი თანამემამულის, ვაუტ ვეგჰორსტის „იუნაიტედში“ მოახლოვებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

მანკუნიანელები ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით დამატებასთან ახლოს არიან.

„ვფიქრობ, არგენტინასთან მატჩში ის ჭკვიანურად შესრულებული ჯარიმა ყველამ ნახა, მაგრამ ინგლისში მსგავსი რამ ვერ გაჭრის.

რაც შეეხება მას, როგორც ფორვარდს, ნამდვილად არის ის ისეთი, რასაც „იუნაიტედი“ ელის? მე არამგონია. პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელი არსებობს.

შეიძლება, ეს რაღაც ფოკუსია, ეს სიმართლე ვერ იქნება.“, - აღნიშნა ნიდერლანდელმა ექს-ნახევარმცველმა.