ავტორიზაცია

არანაირი სამგურალი - საბურთალოდან წამოსვლის შემდეგ, კაკუბავა უკლუბოდაა

არანაირი სამგურალი - საბურთალოდან წამოსვლის შემდეგ, კაკუბავა უკლუბოდაა
თარიღი 11 იან 2023, 13:48
რამდენიმე დღის წინ, გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა, დიდი ალბათობით, წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდოდა.

როგორც ჩანს, ტრანსფერი არ შედგა. "სამგურალმა" გუნდი თითქმის დააკომპლექტა, კაკუბავა კი კვლავ უკლუბოდაა.

მოგეხსენებათ, წარმატებული მატჩების ჩატარების შემდეგ, კაკუბავამ "საბურთალო" ოფიციალურად დატოვა.

ამ გუნდის რიგებში მან 4 სეზონი გაატარა და "საბურთალოს" ლიდერი და კაპიტანი გახდა.