პირადი შეხვედრა შედგა: სპალეტისა და კვარაცხელიას საუბარი დიდხანს გაგრძელდა
იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა 13 იანვარს, "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის შედგება.
ნეაპოლელები ამ მნიშვნელოვანი და პრინციპული დაპირისპირებისთვის აქტიურად ემზადებიან.
იტალიური გამოცემების ცნობით, მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პირადად შეხვდა და მათ საუბარმა დიდხანს გასტანა.
სპალეტი კვარაცხელიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით დაინტერესდა და გაიგო, რამდენად მზადაა ხვიჩა "იუვესთან" სათამაშოდ.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ბოლო 2 მატჩში სათანადოდ ვერ წარმოაჩინა, სპალეტი ქართველით მაინც კმაყოფილი იყო და პრესკონფერენციაზე შეაქო.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი