ავტორიზაცია

გაძლიერება დაიწყო: სამტრედიამ პირველი ტრანსფერი განახორციელა

გაძლიერება დაიწყო: სამტრედიამ პირველი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 11 იან 2023, 14:18
მოგეხსენებათ, "სამტრედიამ" გასული სეზონი წარმატებით ჩაატარა, ფლეი-ოფში ბოლნისის "სიონი" დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული იმერული კლუბი კი ახალი სეზონისთვის მზადებას და გაძლიერებას იწყებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "სამტრედიამ" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

ჩვენი ცნობით, მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას ახალგაზრდა შემტევი რევაზ ინჯგია დაიცავს.

ინჯგია ბოლოს კვიპროსული "აპოლონის" საკუთრება იყო და "დოქსაში" იჯარით თამაშობდა. გასულ წელს ის "აპოლონთან" ერთად კვიპროსის ჩემპიონი გახდა და კვიპროსის თასიც მოიგო.